Мой сайт ოთხშაბათი, 06.11.2024, 09:41
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა მოგესალმები სტუმარი | RSS
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სასიყვარულო სტატუსები ♥ [5]
ბიოგრაფიები ★ [5]
სასაცილო სტატუსები ( ړײ ) [3]
ვარსკვლავები ★ [1]
ლექსები ♥ [8]
მუსიკები ♫ [2]
კლიპები [5]
სასაცილო სურათები [7]
სასაცილო ვიდეოები [1]
საიტის წესები [0]
გულთბილი ფრაზები ♥ [2]
ანეკდოტები [0]
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
მოგეწონათ საიტი ? ? ?
სულ უპასუხა: 36
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
შესვლის ფორმა
მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » Bon Jovis – ბიოგრაფია
15:16
Bon Jovis – ბიოგრაფია
იუ–ჯერსიში ფორმირებული კომერციული ჯგუფის ორგანიზატორი,იტალიელი ვოკალისტი, ჯონ ფრენსის ბონიჯოვი, ამერიკაში 1962 წლის 2 მარტს დაიბადა. სკოლის მეგობრებს - ბონიჯოვის და რაშბაუმს როკ–მუსიკის ინტერესი და სიყვარული აერთიანებდათ და ორივენი უკრავდნენ ჯგუფში „Atlantic City Expressway". როდესაც რაშბაუმი ნიუ–იორკის მუსიკალურ სკოლაში სასწავლებლად გაემგზავრა, მას კვალდაკვალ ჯონიც მიჰყვა.1983 წელს ჯონს ნამდვილად გაუმართლა... მისი ნაკრები, რომელში სიმღერა „Runaway" შედიოდა, რადიოსადგურ „WAPP"–ის დიჯეის შემთხვევით ჩაუვარდა ხელში და ისინი მთელმა ქვეყანამ „შემთხევით" მოისმინა. ამ შემთხვევითობის წყალობით კი ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსთან, ხმისჩამწერმა კომპანიამ „Mercury Records" კონტრაქტი გააფორმა.ჯონმა სკოლის მეგობრებისგან ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის შემადგენლობაც 10 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. ხმისჩამწერ კომპანიასთან კონტრაქტის დამთავრების შემდეგ, ჯონმა გვარიდან „ი" ამოიღო და ასე დაიბადა ახალი მუსიკოსი – ბონ ჯოვი. ჯგუფის იმჟამინდელი შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: დევიდ ბრაიანი – კლავიში; ტიცო ტორესი – დასარტყამი ინსტრუმენტი; ალეკ ჯონ საჩი– ბასისტი და რიჩი სამბორა – გიტარა.
1984 წელს ჯგუფი სადებიუტო ალბომის „Bon Jovi" გამოსვლიდან ძალიან მალე „Scorpions", „Kiss"–სა და „Whitesnake"–თან ერთად საკონცერტო ტურნეზე გამოვიდნენ. მალე კი იაპონიაში საკუთარი კონცერტი გამართეს, სადაც სადებიუტო ალბომმა ოქროს დისკის წოდება მოიპოვა. დეკემბერში ჯგუფი ახალ ალბომზე სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა. ჯგუფის მეორე ალბომი „7800° Fahrenheit" 1985 წლის აპრილში გამოვიდა. მაისში ჯგუფი საგასტოლო ტურნეზე ამერიკაში გაემგზავრა. წლის ბოლოს კი, მესამე ალბომის მასალის მოსამზადებლად, ისინი კვლავ შეიკრიბნენ. ნახევარწლიანი დამღლელი მუშაობის შემდეგ, 1986 წელს, ჯგუფმა ყველაზე წარმატებული ალბომის „You Give Love A Bad Name" პრეზენტაზია გამართა. ალბომიდან სიმღერა „You Give Love A Bad Name", გამოსვლიდან პირველივე კვირაში „Billboard"–ის ჩარტების სათავეში მოექცა. რაც შეეხება სხვა სიმღერებს: „Livin’ On A Prayer", „Wanted Dead Or Alive" და ა.შ. ასევე წარმატებით მიიღო ისინი მსმენელმა.
იმ წელიწადს ჯგუფმა ამერიკაში უამრავი კონცერტი გამართა. წლის ბოლოს კი მომღერალს სუპერვარსკვლავის სტატუსი მიანიჭეს. 1987 წელი ჯგუფისთვის წარმატებული გამოდგა...ისინი ზღაპარულ სამყაროში ცხოვრობენ... „Bon jovi” პირველ მსოფლიო მაშტაბის საგასტროლო ტურნეს მართავს და უამრავ თაყვანისმცემელს იძენს... სალაროებთან კონცერტზე დამსწრეთა თვალუწვდენელი რიგი დგას. ყოველი ახალი კონცერტის შემდეგ მათი პოპულარობა იზრდება... ყველგან, სადაც კი მიდიან, თაყვანისმცემლები და ჟურნალისტები ელოდებიან...
1988 წლის ოქტომბერში, რიგით მეოთხე, სტუდიური ალბომი „New Jersey" გამოდის. ალბომიდან სინგლი – „Bad Medicine" მაშინვე ჩარტების სათავეებში მოექცა. დანარჩენი სიმღერები კი საუკეთესო ათეულში მოხვდნენ. ამავე წელს „Bon jovi" ახალ მსოფლიო მაშტაბის საგასტროლო ტურნეს იწყებს. (16 თვეში, 26 ქვეყანაში 237 კონცერტი გამართეს).
1989 წელს „MTV" დაჯილდოების ცერემონიაზე, ჯონმა და რიჩმა ჰიტების „Livin On A Prayer" და „Wanted Dead Or Alive", აკუსტიკური ვერსია შესთავაზეს მსმენელს... ერთი წლის შემდეგ ჯონი სოლო–ალბომზე „Blaze of Glory" იწყებს მუშაობას, რომელიც ფილმის „Young Guns II" საუნდტრეკი ხდება... 1991 წელს ბონ ჯოვის სიმღერა „Blaze of Glory" ნომინაციაზე „ფილმის საუკეთესო სიმღერა" „ოქროს გლობუსის" მფლობელი ხდება. ამავე წელს, ჯონი საბოლოოდ გაერთიანდა „McGhee Entertainment"–თან და „Bon Jovi Management" დააარსა. შემდეგი წლის ნოემბერში კი, წინა ალბომებიდან რადიკალურად განსხვავებული, ახალი ნაკრები „Keep the Faith" გამოვიდა, რომელმაც გამოსვლისთანავე დაიპყრო ჰიტ–აღლუმების მოწინავე პოზიციები.
წარმატებას მორიგი, მსოფლიო მაშტაბის, საგასტროლო ტურნე მოჰყვა, რომელიც მეხუთე ალბომის პოპულარიზაციისთვის გაიმართა. 1994 წლის ოქტომბერში, ახალი კრებულის „Cross Road" გამოსვლისთანავე, ჯგუფი ალეკ ჯონ საჩმა დატოვა, რომელიც ახალმა წევრმა ჰუგო მაკდონალდმა ჩაანაცვლა. ჯგუფმა ახალ წევრთან ერთად, სტუდიურ ალბომზე „These Days" დაიწყო მუშაობა. სიმღერა „This Ain’t A Love Song", რომელზეც მალაიზიის ულამაზეს ბუნებაში ვიდეორგოლი გადაიღეს, გამოსვლისთანავე ჰიტ–აღლუმების სათავეში მოექცა. სწორედ ამ ალბომის პოპულარიზაციას მიეძღვნა 3 კონცერტი ლონდონში. ფილმი „Live from London", რომელიც „გრემის" ნომინანტი გახდა, კონცერტების დროს არის გადაღებული.
ჯგუფი წარმატებით აგრძელებს საგასტროლო კონცერტებს... ევროპის 30 სტადიონზე გამართულიკონცერტების შემდეგ მათი პოპულარობა უმაღლეს მწვერვალს აღწევს... 1997–98 წლებში ჯონის მეორე სოლო–ალბომი „Destination Anywhere" გამოვიდა. ტიკო დიზაინერობის მორგებას ცდილობს, დეივი ინსტრუმენტალური მუსიკის კრებულზე „Under A Full Moon" მუშაობს და რიჩიც მეორე სოლო–ალბომს წერს... „Bon Jovi" ფილმისთვის „Ed TV" სიმღერას „Real Life" ქმნის და ბიჭები ახალი ალბომის მასალებზე მუშაობენ.
2000 წელს ახალი, „გრემის" ჯილდოს ნომინანტი, ალბომი „Crush" გამოვიდა. სიმღერა „It’s My Life" გამოსვლისთანავე მსოფლიო ჰიტი გახდა. ალბომს „Crush" საგასტროლო ტურნე მიეძღვნა, რომლის მაშტაბიც 11 ქვეყანას მოიცავდა. წლის ბოლოს კი მაყურებელმა DVD და VHS ფილმი „Bon Jovi" იხილა. 2001 წლის მაისში სიმღერების ახალი კრებული „One Wild Night: Live 1985-2001" გამოვიდა, რომელშიც 14 „ცოცხლად" შესრულებული სიმღერა შევიდა. 2002 წლის, ოქტომბრის ბოლოს კი რიგით მერვე ალბომი „Bounce" გამოდის, რომელიც ჯგუფმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიას მიუძღვნა. დისკი წინა ალბომებთან შედარებით ნაკლებ პოპულარული გამოდგა, თუმცა, სინგლი „Everyday" ჰიტ–აღლუმების სათავეებში კარგა ხანს ლიდერობდა.
წლის ბოლოს, ჯონის პირად ცხოვრებაში სიახლეა – ფოტოსესია, ჟურნალ „People" გარეკანისთვის. ალბომის „Bounce" მხარდასაჭერმა ტურნემ, თითქმის მთელი წელი გასტანა. სიმღერა „It’s My Life", „Super Bowl"–ის ჩემპიონატის ჰიმნად იქცა. ნოემბერში დისკი „This Left Feels Right - Greatest Hits… With A Twist" გამოვიდა... თითქმის ოცწლიანი, შეუსვენებელი მუშაობის შემდეგ, ჯგუფმა ახალი ალბომი „HAVE A NICE DAY" წარუდგინა მსმენელს..
.

   

მიმაგრება:
კატეგორია: ბიოგრაფიები ★ | ნანახია: 969 | დაამატა: iunkera_22 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
1 iunkera_22  
0
biggrin biggrin biggrin მაგარია :

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024
Create a free website with uCoz