2007 წელს კეტიმ კონტრაქტი გააფორმა Capitol Music Group-თან, შეიცვალა სახელი და სცენაზე მოგვევლინა როგორც Katy Perry. ამავე წელს, ნოემბერში მან გამოუშვა პირველი სინგლი „Ur So Gay", რომელსაც დიდი ოვაცია მოყვა ხალხში, მაგრამ ჩარტებში ჩავარდა. სულ ცოტახანში მან დაანანოსა მისი რიგით მეორე სინგლი I Kissed a Girl რომელმაც მსოფლიოს ჩარტები დაიპყრო. პერის პირველი სტუდიური ალბომი გახლავთ One of the Boys, რომელმაც ოცდამეცამეტე ადგილი დაიკავა, როგორც ყველაზე კარგად გაყიდვადი ალბომები მსოფლიოში 2008 წელს. ალბომმა აგრეთვე მიიღო პლატინის წოდება, ხოლო კეტის მეორე და მესამე სინგლებმა: I Kissed a Girl და Hot n Cold მულტი-პლატინის წოდება. 2009 წელს, ჟურნალმა Billboard-მა კეტი დაასახელა, როგორც 51 ადგილის მფლობელი საუკეთესო სინგლების გაყიდვადი მომღერალი 2000-2009 წლებში. პერი არის ერთადერთი ქალი ვარსკვლავი, რომლის 5 ჰიტმა დაიკავა №1 ადგილი Billboard Hot 100-ში ერთი წლის განმავლობაში. კეტის მეორე სტუდიური ალბომი გამოვიდა 2010 წლის აგვისტოში და მას ეწოდება Teenage Dream. ალბომში შესულია ბილბოარდის ჩარტების ჰიტები: „California Gurls", „Teenage Dream", „Firework", „E.T". და „Last Friday Night (T.G.I.F.)".ალბომი გახდა მეორე ალბომი მაიკლ ჯექსონის „Bad"-ის შემდეგ, რომლის 6 სინგლი იკავებდა №1ადგილს. კეტი გახდა ერთადერი რომელიც 69 კვირის განმავლობაში არ გამოსულა Billboard Hot 100-ის ათეულიდან. ჩანაწერმა მიიღო Grammy Award-ის ნომინაციები, როგორც: წლის ალბომი და წლის ჩანაწერი. 2011 წლის 15 დეკემბერს ცნობილმა მუსიკალურმა არხმა MTV — კეტი წლის მომღერლად დაასახელა.