საიტის მენიუ |
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
მინი-ჩეთი |
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 3 სტუმარი: 3 მომხმარებელი: 0 |
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
| | |
| მთავარი » 2012 » იანვარი » 29 » ფრაზები მეგობრობაზე
19:25 ფრაზები მეგობრობაზე |
1. საუკეთესო მოსახვეჭელი ერთგული მეგობარია.
2. ნამდვილი მეგობარი ყოველ ნათესავზე ახლობელია.
3. უმჯობესია, ყალბი ოქრო მიიღო, ვიდრე ყალბი მეგობარი.
4. გაზიარებული ნაღველი სუსტდება, სიხარული კი ძლიერდება.
5. მტრისთვის შენდობით შეგიძლია, იგი შენს მეგობრად აქციო.
6. კეთილშობილ ადამიანებს მტერში მომავალი მეგობარი უყვართ.
7. კეთილგონიერება მეგობრებს შეგვძენს, უბედურება კი - გამოსცდის მათ.
8. პირდაპირობა სიტყვაში და საქმეში ხშირად მეგობრებსაც მტრებად აქცევს.
9. რომელ ადამიანსაც შენი გული სრულად არ ენდობა, მას გულით ნუ მიეჯაჭვები.
10. ერთგული მეგობარი ზურგს არ შეგაქცევს, როდესაც ბედნიერება გაქცევს ზურგს
11. ყველას მიმართ კეთილგანწყობილი იყავი, მაგრამ მრჩევლად ყველას ნუ გაიხდი.
12. მტრის სიყვარული საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ იგი მეგობრად აქციო.
13. მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.
14. ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია, ზოგი მეგობარი კი ძმაზე მოყვარულია.
15. ნუ მისცემ თავს ნებას, ღვთის მცნებები დაარღვიო ადამიანური ურთიერთობების გამო.
16. იმაზე უფრო საშიში მეგობარი არ არსებობს, ვიდრე ის, ვინც მეგობრად გაჩვენებს თავს.
17. ნუ გეყოლება ისეთი მეგობრები, რომლებსაც მეგობრობაზე მეტად სავსე მაგიდები უყვართ.
18. მტრად ნურავის სცნობ ამ ქვეყანაზე, თუნდაც იგი (ქვეყანა)ერთ მეგობარსაც არ გაძლევდეს.
19. არასოდეს მისცე თავს ნება, კაცობრივი მეგობრობის გულისათვის გარდახდე საღმრთო მცნებებს.
20. ნუ გექნება მეგობრობის უწყინარი სიხარულის იმედი, თუ მათ ღვთისმოსავ სამეგობროში არ ეძიებ.
21. ზოგიერთი მტერი, შესაძლოა, უფრო ჭეშმარიტი მეგობარი იყოს, ვიდრე - თვით უდიდესი მეგობარიც კი.
22. ნუ გექნება ნაცნობობა მზაკვარ ადამიანთან. მზაკვართან მეგობრობა ეშმაკთან მეგობრობას ნიშნავს.
23. ნუ გექნება ურთიერთობა მზაკვარ ადამიანთან. ესევითართან მეგობრობა ეშმაკთან დამეგობრებას ნიშნავს.
24. უფლის მოშიში მეგობრობას ისე წარმართავს, რომ როგორიც თვითონაა, იმგვარივე იყოს მისი მახლობელი.
25. ერიდე უფრო მეტად მეგობრების შურს, ვიდრე - მტრებისას, რადგან მტერს აშკარად შურს, მეგობარს კი - ფარულად.
26. ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს მაშინ, როდესაც ბედი სწყალობს, მას უბედურებაში მეგობრები არ ჰყავს.
27. მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი _ სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული.
28. თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა.
29. ნუ იმეგობრებ ბრაზიან კაცთან და ფიცხ კაცს ნუ გაეკარები. რათა მისი გზა-კვალი არ ისწავლო და შენ თავს ხაფანგი არ დაუგო.
30. ნუ გექნება ურთიერთობა ადამიანთან, რომელიც მოყვასს ზიანს აყენებს და ნუ გაიხარებ იმასთან ერთად, ვინც სხვას ბოროტებას უკეთებს
მიმაგრება: |
კატეგორია: გულთბილი ფრაზები ♥ |
ნანახია: 5145 |
დაამატა: iunkera_22
| რეიტინგი: 3.0/1 |
| |
| | |
|
ძებნა |
|
|
კალენდარი |
|
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
საიტის მეგობრები |
|
|
|